სირიის არაბთა რესპუბლიკამ (SAR) მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა.
"საერთო ნებისა და სურვილის მიხედვით, ყველა სფეროში ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, სირიის არაბთა რესპუბლიკამ გადაწყვიტა აღიაროს ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი". - ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც სააგენტო SANA ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ "დამყარდება კონტაქტები ორივე ქვეყანასთან ურთიერთობების განმტკიცებისთვის."
16 ივნისს, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მათი დამოუკიდებლობის აღიარების პროცედურა ოფიციალურად დაიწყო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება სირიის და სხვა ქვეყნების მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რეპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას.